ავტოსადგომზე, წინასწარ შეგიძლია ადგილის დაჯავშნა.
პროცესი მარტივია, ირჩევ შენთვის სასურველ ავტოსადგომს, ნახულობ ფასებს, ირჩევ მისვლის დროსა და გაჩერების ხანგრძლივობას, ნახულობ ჯამურ თანხას, იხდი წინასწარ საბანკო ბარათის მეშვეობით.
ჯავშნის დაწყების დროზე, მიხვალ ავტოსადგომზე და ნომრის ამომცნობი კამერის მეშვეობით შეხვალ სადგომზე. თუ ასეთი სერვისი ადგილზე არ არის, მაშინ QR კოდის დასკანერების ან ოპერატორის დახმარებით შეძლებ შესვლასაც და გამოსვლას.