← ყველა პასუხი

როგორ მუშაობს აეროპორტის პარკინგი?

მოვედი გთავაზობთ აეროპორტების მიმდებარედ კერძო პარკინგის კომპანიების მიერ შეთავაზებულ მომსახურებებს. მოგზაურობის ბილეთთან ერთად, უკვე პარკინგის დაჯავშნაც შეგიძლიათ. მაგალითისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში (KUT) მოვედი უკვე მუშაობს ორ კერძო ოპერატორთან, სადაც ხანგრძლივი დგომა ბევრად იაფია, უსაფრთხოა და კომფორტული. ზოგი ოპერატორი შატლის (Shuttle Bus) მომსახურებას გთავაზობს. ეს იგივეა რაც Park & Fly პრინციპი, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში.

პარკინგის დაჯავშნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

მოძებნე ქუთაისის აეროპორტი რუკაზე, აირჩიე, როდის დატოვებ ავტომობილს და როდის წაიყვან, გადაიხადე საფასური და ჯავშანი მზადაა. ადგილზე ოპერატორს უჩვენე ჯავშანი და გააჩერე ავტომობილი.

რატომ ჯდება ხანგრძლივი დგომა ნაკლები

აეროპორტის კერძო ავტოსადგომები მოვედის პლატფორმაზე ხანგრძლივ დგომას დღიურად ითვლიან, ამიტომ მრავალი დღით ან კვირით დატოვება ბევრად ნაკლები ჯდება. მოვედი შენ ერთ სრულ საუკეთესო ტარიფს გიჩვენებს შენს სასურველ დღეების რაოდენობაზე.

თუ გეგმები შეიცვალა

უფრო მეტი დროით გინდა მოგზაურობა? ჯავშანი მოვედის აპლიკაციაში ან ვებ პლატფორმაზე შეგიძლია გაახანგრძლივო. მანქანა ყოველთვის შეგიძლია წაიყვანო, ამისთვის დამატებითი დროის საფასურს გადაიხდი. ჯავშნის გაუქმების პირობებს ავტოსადგომი ადგენს და ჩვენ ამ პირობებს პარკირების დაჯავშნამდე გიჩვენებთ.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტები

მოვედის გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ორივე აეროპორტთან მოხდეს არსებული კერძო პარკირებების ჩვენს სისტემაში ჩართვა.

უკვე მოვედი!

იპოვე პარკინგი