პასუხები ყველა იმ კითხვაზე რაც პარკირების დაჯავშნასთან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ. ტარიფები და წესები, ავტოსადგომები და მათი პირობები. ზოგადად როგორ მუშაობს წინასწარი ავტოსადგომის დაჯავშნა.
ავტოსადგომზე, წინასწარ შეგიძლია ადგილის დაჯავშნა.
ANPR / LPR - არის სამანქანო ნომრის ამომცნობი სისტემა, რომელიც სამეთვალყურეო კამერებს გააჩნია, ეს ტექნოლოგია ამარტივებს საპარკინგე სივრცეების ოპერირებას.
ფასს პარკინგის ოპერატორები ადგენენ. მოვედის პლატფორმა გადახდისას გიჩვენებთ სრულ თანხას პარკინგის საფასურის და მოვედის საკომისიოს ჩათვლით.
მოვედი გთავაზობთ აეროპორტების მიმდებარედ კერძო პარკინგის კომპანიების მიერ შეთავაზებულ მომსახურებებს. მოგზაურობის ბილეთთან ერთად, უკვე პარკინგის დაჯავშნაც შეგიძლიათ. მაგალითისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში (KUT) მოვედი უკვე მუშაობს ორ კერძო ოპერატორთან, სადაც ხანგრძლივი დგომა ბევრად იაფია, უსაფრთხოა და კომფორტული. ზოგი ოპერატორი შატლის (Shuttle Bus) მომსახურებას გთავაზობს. ეს იგივეა რაც Park & Fly პრინციპი, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში.